Loading data...
ვოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა

„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის  სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას.

მისი თქმით, მიღებული რეზოლუცია  სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„ამ კომიტეტსაც, რასაკვირველია, სირცხვილი, ვინაიდან არა თუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უსირცხვილოდ, უსამართლოდ და ორმაგი სტანდარტით ისევე, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია“, - აცხადებს ვოლსკი.