ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
როგორც ზელენსკიმ Deutsche Welle-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის დეკემბერში მაიამიში ჩავა და „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავალთ. გავმართავთ შეხვედრებს, ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ეტყვის პუტინს. მისი განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია შედეგი.
„საუბარია არაა იმაზე, თუ რა სიტყვებს ვეტყვი მე მას [პუტინს] ან რას მეტყვის ის. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია შედეგი. ეს არის და ეს“, - თქვა ზელენსკიმ.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ ომის დაწყებიდან არ შეხვედრილან.
კრემლს ჯერ არ დაუდასტურებია, ჩავა თუ არა პუტინი მაიამიში. რუსეთის ლიდერს „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობა 2019 წლიდან არ მიუღია.