ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შემქმნელებს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა რუს პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შექმნაში.
„სანქციები დაუწესდა ხუთ რუს ფიზიკურ პირს და ოთხ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. აღნიშნული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტი, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სანქციების ქვეშ იმყოფება სტუდია „ანიმაკორდი“ (Animaccord), რომელიც ამ ანიმაციური სერიალის ავტორია, მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, სერიალის თანაავტორი, რომელიც თანხებს რუსეთის ბიუჯეტში იხდის და ამ ანიმაციაზე უფლებების მფლობელი.