Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი სიბიგას ზოგიერთი საელჩოს ხელმძღვანელის შეცვლა შეუთანხმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ზოგიერთი საელჩოს ხელმძღვანელის შეცვლა შეათანხმა. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა. 

პრეზიდენტის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინული დიპლომატიური მისიების 80-ზე მეტ ხელმძღვანელთან ერთად ზაპოროჟიეში იმყოფებოდა, რა დროსაც პარტნიორ ქვეყნებთან საკვანძო პრიორიტეტები განიხილეს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ეს არის იარაღის მიწოდების, მისი წარმოების განვითარების, ასევე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების აღდგენის პროექტები. საუბრის დროს ხაზი გაესვა რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და რუსული აქტივების გამოსაყენებლად, ქმედითი იურიდიული მექანიზმების შემუშავების საკითხსაც.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სიბიგასთან შეათანხმა ზოგიერთ საელჩოში ხელმძღვანელი პირების შეცვლაც. 

„უახლოეს ექვს თვეში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ სფეროში ხელშესახებ, მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა მივაღწიოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.