Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 1 700 კილომეტრში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პერმის მხარეში, უკრაინის საზღვრიდან 1 700 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქიმიურ ქარხანას, „მეტაფრაქს ქემიკალს“ დაარტყა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, ქარხანა, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, რუსეთის ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„მადლიერი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-სამრეწველო საწარმოზე თავდასხმისთვის. ჩვენი საზღვრიდან 1 700 კილომეტრის მოშორებით - პერმის მხარეს. „მეტაფრაქს ქემიკალსი“ რუსეთის ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიის პროდუქცია ათეულობით სხვა რუსულ სამხედრო საწარმო ობიექტს ამარაგებს, მათ შორის თვითმფრინავებისა და დრონების, სარაკეტო ძრავებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხნებს. ამჟამად ობიექტში საწარმოო პროცესი შეჩერებულია. ეს ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციაა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.