1771347211
უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 2 000 ბავშვი დაიბრუნა
BringKidsBackUA-ს ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 2 000 ბავშვი დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თითოეულის დაბრუნება შესაძლებელი გახდა ჩვენი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ყოველდღიური ძალისხმევის წყალობით. არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა უკრაინელი ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
Today, we have achieved a significant result – two thousand Ukrainian children have been brought home from under Russia’s control through the @BringKidsBackUA initiative.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 17, 2026
Each of these returns was made possible thanks to the daily efforts of our people, civil society… pic.twitter.com/6JVKMfZ1T1