Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ამერიკულ მხარეს ომის დასრულების წინადადებები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ამერიკელ მომლაპარაკებლებს რუსეთთან ომის დასრულების გეგმის შესახებ წინადადებები წარუდგინა.

„ჩვენი წინადადებები ამერიკულ მხარეს გადავეცით. შეერთებულ შტატებს შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაში, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სფეროში და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მან შეცვალოს თავისი გეგმები - მოემზადოს ომის დასრულებისთვის და არა მისი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ წინადადებების დეტალები არ გაამხილა.

აშშ-ის მომლაპარაკებლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ბოლოს მოსკოვში გასული წლის იანვარში იმყოფებოდნენ და კიევში ჯერ არ ჩასულან.