Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა თავის მიწას ოკუპანტს არ აჩუქებს

„უკრაინა თავის მიწას ოკუპანტს არ აჩუქებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი უკრაინელისთვის არის მიზანი და ოცნება. ისინი ინახავენ ამ დროშას. ისინი ინახავენ მას, რადგან იციან, რომ ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ. ეს დროშა არის ყველაზე ძვირფასი სიმბოლო ასობით ჩვენი მეომრისთვის, კაცისა და ქალისთვის მთელი უკრაინიდან, რომლებიც იცავენ ფრონტის ხაზის არა მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებას, არა მხოლოდ ვოვჩანსკს ან დობროპილას, არამედ მთელ უკრაინას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.