ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის
უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ.
„ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით წვლილის შეტანა შეუძლია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს. ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი, ევროპული ქვეყნები და დიდი შვიდეული მიიღებენ აქტიურ ზომებს როგორც ირანის რეჟიმის ტერორისტული შესაძლებლობების დესტაბილიზაციისთვის, ასევე, რეგიონში გლობალური სტაბილურობის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან“, - წერს ზელენსკი.
I held a meeting on the situation in the Middle East and the Gulf region – the challenges for Ukraine and our partners, as well as our capacity to help protect lives, prevent the war from expanding, and stabilize global markets.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 4, 2026
The Iranian regime, which is striving to survive… pic.twitter.com/rwCFMptuEW