1786120363
უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე ბელგრადმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და მთელი თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში პირველად ეწვეოდა.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი თავის სერბ კოლეგასთან ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრას გეგმავს.
ივლისში ალექსანდრ ვუჩიჩი კიევში სხვა ლიდერებთან ერთად „უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.