Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა „ორეშნიკის“ რაკეტით შეტევა ლვოვის რაიონზე განახორციელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „ორეშნიკის“ რაკეტით შეტევა განახორციელა ლვოვის რაიონზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდასხმა ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს მოხდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება გამოწვევაა ვარშავისთვის, ბუქარესტისთვის, ბუდაპეშტისა და მრავალი სხვა დედაქალაქისთვის.

„ყველამ ერთნაირად უნდა გაიაზროს და სერიოზულად მიიღოს: რუსები თუ არც კი ცდილობენ, დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრონ ასეთი იარაღის გამოსაყენებლად, მაშინ ვერც პირადი კავშირები და ვერც რიტორიკა ამისგან ვერ დაგიცავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპას სჭირდება ერთობლივი მოქმედებების და ეფექტური თავდაცვის სისტემა.