ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
„ასევე, ჩვენ სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ აგრესორ ქვეყანაში დამატებითი მობილიზაციის მომზადების შესახებ. ეს, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული არმიის განსაკუთრებით დიდი დანაკარგების კომპენსირებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საოკუპაციო კონტინგენტის გაზრდის ამოცანა დაისახა.
„საუბარია, სულ მცირე, ათიათასობით მეტ ადამიანზე. ასევე, გვაქვს მონაცემები მობილიზაციის შემდგომი ზრდის შესახებ - სწორედ ამ მიზნით გააძლიერა რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. მობილიზაციის ბრძანებების გაცემა“, - ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსეთის ეს ნაბიჯები იმის დასტურია, რომ მოსკოვი რეალური დიპლომატიისთვის მზად არ არის. ამიტომ, უკრაინა არსებულ მონაცემებს პარტნიორებს გაუზიარებს.