Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შევხვდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კარგი შეხვედრა მქონდა რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განვიხილეთ, სადაც რუსეთმა დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა, რომელიც არ შედგებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან.

კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.

ასევე, შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, ვიდრე ისინი არ გამოთქვამენ ომის შეწყვეტის სურვილს.

და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.