ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ის უნდა შეჩერდეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ის უნდა შეაჩერონ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მჯერა, რომ პუტინმა უკვე დაიწყო ეს. კითხვა ისაა, თუ რამდენი ტერიტორიის დაკავებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ. რუსეთს სურს, მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების განსხვავებული წესი და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ხალხმა თავად აირჩია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, უკრაინა დღეს რეალურად აკავებს ამ ომს და ხელს უშლის მის სრულმასშტაბიან გლობალურ კონფლიქტში გადაზრდას.
„პუტინის შეჩერება დღეს და უკრაინის ოკუპაციის თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა, რადგან პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება“, - დასძინა პრეზიდენტმა.