Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: მე დიქტატორი არ ვარ და ომი არ დამიწყია

„მე დიქტატორი არ ვარ და ომი მე არ დამიწყია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში.

ამასთან, ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ტრამპის ხშირად წინააღმდეგობრივი განცხადებების შესახებ ჰკითხა, კერძოდ, იმ განცხადების შესახებ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და ასევე შეიძლება თუ არა მისი დაპირების ნდობა უსაფრთხოების გარანტიების კუთხით, რადგან ტრამპი ხშირად იცვლის აზრს.

„მე დიქტატორი არ ვარ და ომი მე არ დამიწყია, სულ ეს არის. საქმე მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, ჩვენ ამერიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ყველანი შესაბამისი ვადით ვართ პრეზიდენტები. მაგალითად, ჩვენ გვინდა გარანტიები 30 წლის განმავლობაში. პოლიტიკური ელიტები შეიცვლებიან, ლიდერები შეიცვლებიან. კონგრესი საჭიროა. იმიტომ, რომ პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ ინსტიტუტები რჩებიან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.