Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: ხუთშაბათს, თურქეთში დაველოდები პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ხუთშაბათს, 15 მაისს, თურქეთში პირადად დაელოდება.

„დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს, თურქეთში დაველოდები პუტინს. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.