Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავიდა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, კანადა უკრაინის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად რჩება, ვიზიტის ფარგლებში კი შეხვდება პრემიერ მარკ კარნის.

„კანადაში ჩამოვედით. კანადა იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ უახლოესი პარტნიორად. ჩვენ ვაფასებთ კანადელების მხარდაჭერას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინას ეხმარება მტკიცედ დადგეს და დაიცვას ჩვენი ხალხი.

დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები, რომლებიც ჩამოაყალიბებს ჩვენს თანამშრომლობას და გაამყარებს ჩვენი ურთიერთობების ისედაც სტრატეგიულ დონეს მომავალი წლების განმავლობაში. მე შევხვდები პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის. მთავარი აქცენტი გაკეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე ჩვენი ცის დასაცავად და ზამთრისთვის მოსამზადებლად. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, დავუჭიროთ მხარი ჩვენს ხალხს და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად საჭირო შესაძლებლობები.

პირველ ლედის დაგეგმილი აქვს შეხვედრა ქველმოქმედებთან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ის ასევე ეწვევა უკრაინის „სუპერგმირთა სკოლების“ კანადურ ექვივალენტებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.