Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგ შეხვდა. 

როგორც ზელენსკი აცხადებს, შეხვედრაზე უკრაინასა და ისრაელს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. 

„უკრაინა მოხარულია, რომ მძევლები სახლში ბრუნდებიან. ჩვენი დისკუსიის მთავარ თემებს შორის იყო საერთო გამოწვევები, თანამშრომლობა - განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში და უკრაინის სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზები“, - აცხადებს ზელენსკი.