ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ინტეგრაციაზე ალექსანდრ ვუჩიჩს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ ინტეგრაციასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე სერბ კოლეგას ესაუბრა. ალექსანდრ ვუჩიჩთან დიალოგის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„სერბეთის პრეზიდენტთან ერთად, მიმდინარე საკითხები განვიხილე. კონკრეტულად, უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორმატში ურთიერთქმედება და ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობით უნდა განვავითაროთ ეს კავშირი ისე, რომ მისი ეფექტი, კიდევ უფრო, გაიზარდოს. ასევე, შევთანხმდით სამუშაო გრაფიკსა და კონტაქტის შენარჩუნებაზე “, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთი იყო იმ ლიდერთა შორის, რომლებიც წელს, 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმს დაესწრნენ.
Говорив із Президентом Сербії Александром Вучичем. Обговорили актуальні питання – нашу європейську інтеграцію та двосторонню співпрацю.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 22, 2025
Зокрема, говорили про взаємодію у форматі Україна – Південно-Східна Європа. Будемо розвивати його, щоб ефективність ставала ще більшою.…