ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მადლობას მოლაპარაკებებში ჩართულობისთვის უხდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ასევე, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა აქტიურად მუშაობენ და მადლობა გადავუხადე ყველა ძალისხმევისთვის და მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ PURL ინიციატივას. ეს ზამთარი ყველაზე რთული იყო უკრაინისთვის, მაგრამ აშშ-სგან შეძენილი საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები გვეხმარება ყველა ამ გამოწვევის გადალახვაში და სიცოცხლის დაცვაში“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს საკითხები, რომლებსაც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ხუთშაბათს, ჟენევაში განიხილავენ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.
„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ, ჟენევაში იმუშავებენ ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე განვიხილეთ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადება, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ მოლაპარაკებებზე ლიდერების დონეზე. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად“, - წერს ზელენსკი.
I just spoke with @POTUS Donald Trump. Envoys of President Trump – Steve Witkoff and Jared Kushner were also on the call. Our teams work intensively and I thanked them for all their work and for their active involvement in the negotiations and the efforts to end the war.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2026
We also… pic.twitter.com/OrEScsVf3I