Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ უტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბრისას განიხილეს ფლორიდაში უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის გამართული შეხვედრის შედეგები.

„ფაქტობრივად, ჩვენი გუნდები მუდმივ კონტაქტზე არიან. ჩვენ ასევე ვამზადებთ შემდეგ ნაბიჯებს დიპლომატიურ სფეროში“, - დაწერა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას რუსული დაბომბვის რეალური მდგომარეობის, ასევე საჰაერო თავდაცვის საკითხების შესახებ.

„აქ ბევრი რამ სწორედ ამერიკის პოზიციაზეა დამოკიდებული. უკრაინა მზადაა, შემდგომშიც კონსტრუქციულად, პატიოსნად და ხელშესახები შედეგების მისაღწევად იმუშაოს“, - დასძინა ზელენსკიმ.