1771062967
უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მიუნხენში მარკო რუბიოს შეხვდება
„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 14 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკი რუბიოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდება, სადაც რუბიო დღეს სიტყვით გამოვა.
კონფერენციის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.