Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ საუდის არაბეთსაც ეწვევა. თუმცა მომავალი ვიზიტების დეტალები არ გახმაურებულა.

„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე სახელმწიფოს მეთაური კვიპროსს ეწვია, რათა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა მიეღო.