Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: ამ ომში გამარჯვებულები ვერ იქნებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ომში „გამარჯვებული“ არცერთი მხარე იქნება. მისი თქმით, ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან შეუძლებელი იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ყველასთვის - არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთისთვის, არამედ ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის - არის მშვიდობა, რომელიც ამ ომს დაასრულებს და გამარჯვება ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა CBS News-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ბევრი რამის „გაგება“ დაიწყო. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ექვსი, ან შვიდი ვიზიტის შემდეგ კიევში პირველად ჩავიდნენ.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. მათ ჩვენი ხალხის მიმართ პატივისცემა უნდა გამოეხატათ და ეს გააკეთეს კიდეც. მათ გვთხოვეს, რომ მათი ზოგიერთი წინადადება მედიაში ამ ეტაპზე არ გაგვეზიარებინა, რათა მეტი დეტალი განგვეხილა და მათ იდეებზე გვეპასუხა. დიახ, ასე რომ, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვემზადებით“, - დასძინა ზელენსკიმ.