Loading data...
ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. 

უშაკოვის თქმით, პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას 80 წლის იუბილე მიულოცა.

„პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს აშშ-ირანის შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის ვიზიტი მოსკოვში, კიევის მიერ რუსეთის სამოქალაქო სამიზნეებზე განხორციელებული დარტყმები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.