Loading data...
ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ამერიკულ ბირთვულ სწავლებებზე საპასუხო ზომები განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ამერიკულ ბირთვულ სწავლებებზე საპასუხო ზომები განიხილა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა მოახსენა, ოქტომბერში აშშ-მა ჩაატარა წვრთნა, რომელზეც რუსეთზე პრევენციული სარაკეტო-ბირთვული დარტყმა დამუშავდა.

გარდა ამისა, ვაშინგტონი აპირებს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში განათავსოს რაკეტები, რომელთა ფრენის დრო გერმანიიდან რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე 6-7 წუთი იქნება.

პუტინმა სერიოზულ საკითხად შეაფასა ამერიკის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებები ბირთვული გამოცდების განახლების შესახებ. მან დასძინა, რომ უშიშროების საბჭომ გააანალიზა აშშ-ის მმართველ წრეებში გაჟღერებული გამონათქვამები.