Loading data...
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის არჩევნებში ხმა დისტანციურად მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის არჩევნებში ონლაინ მისცა ხმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ხმა კრემლში მდებარე თავისი ოფისიდან მისცა და ბიულეტენი კომპიუტერში შეავსო.

ინფორმაციისთვის, 18 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო.

ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაიმართება. 

არჩევნების შედეგად რუსეთის მოქალაქეები  20 700 დეპუტატს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აირჩევენ.