Loading data...
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ცვლის რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის მიდგომას. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს. 

უფრო კონკრეტულად კი, კრემლის ლიდერმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს.

„კანონის შესაბამისად მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში (1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

ახალი რეგულაციები ითვალისწინებს, რომ სამედიცინო შემოწმებები, პროფესიული ფსიქოლოგიური შემოწმება და გაწვევის საბჭოს სხდომები ჩატარდება კალენდარული წლის განმავლობაში.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, რომ წვევამდელები სამხედრო სამსახურში გაიგზავნებიან წელიწადში ორჯერ: 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე და 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.