Loading data...
ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

„მომავალ კვირას, სამშაბათს [10 ნოემბერს], არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაა დაგეგმილი, რისთვისაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის მადლიერი ვართ“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობა მუდმივად ეხმარებოდა რუსეთს უკრაინის კრიზისის მოგვარების გზების ძიებასა და ჰუმანიტარული საკითხების, კერძოდ კი ჰუმანიტარულ გაცვლებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრა 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში იგეგმება. მისი თქმით, მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება და დახურულ კარს მიღმა გაიმართება.