1747930090
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ TASS წერს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საკითხზე რუსული შეიარაღებული ძალები, უკვე, მუშაობენ.
„საზღვრების გასწვრივ აუცილებელია უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნა, რის შესახებაც გადაწყვეტილება, უკვე, მიღებულია და ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ამ თემაზე მუშაობენ“, - ამბობს ვლადიმერ პუტინი და დასძენს, რომ კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზეც მუშაობენ.
როგორც რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, ამ რეგიონებში მნიშვნელოვანია, გზები და ინფრასტრუქტურა სწრაფად აღდგეს.