1758216377
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში ფრონტის ხაზზე რუსეთის 700 ათასზე მეტი სამხედრო იბრძვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე რუსეთის 700 ათასზე მეტი სამხედრო იბრძვის. ამის შესახებ მან საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანებისთვის ხელისუფლების ორგანოებში კვოტების შექმნის იდეასთან დაკავშირებით.
„გესმით, საბრძოლო შეხების ხაზზე 700 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ამ ადამიანებიდან საჭიროა ისეთი პირების შერჩევა, რომლებიც მიდრეკილნი არიან სწორედ ისეთი საქმიანობისადმი, როგორიცაა ხელისუფლების ორგანოების მუშაობა.