Loading data...
ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომასა და გარემოსდაცვით სამიტს დაესწრება. 

კრემლის ლიდერის თვითმფრინავი ქალაქ თურქმენბაშის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 

რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი დახვდნენ. 

„დღეს ასევე დაგეგმილია პუტინის პირისპირ შეხვედრა თურქმენეთის პრეზიდენტთან,“ - წერს რუსული მედია.