Loading data...
ვლადიმერ პუტინი თანახმაა, კიევთან და ვაშინგტონთან ერთად უკრაინის ომთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს

„პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ვაშინგტონსა და კიევთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი კრემლის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

პუტინის მრჩეველმა საგარეო საკითხებშიიური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი „პრინციპულ დონეზე“ დათანხმდა მოლაპარაკებების 10 ნოემბრის შემდეგ განახლებას.

მისივე თქმით, სამმხრივი შეხვედრები ფოკუსირებული იქნება კონფლიქტის შემდგომ პერიოდში რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე.