Loading data...
ვლადიმერ პუტინი: სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი გრძელვადიანი მშვიდობა უნდა იყოს

რუსეთი აცხადებს, რომ „უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება და კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზის აღმოფხვრაა“. 

პუტინის განცხადებით, რუსეთს საკმარისი ძალა აქვს, რომ დაწყებული „სამხედრო ოპერაცია“ მისთვის საჭირო შედეგით დაასრულოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა VGTRK-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან საუბრისას თქვა. 

„ჩვენი მიზანი იმ მიზეზების აღმოფხვრაა, რომელმაც ეს კრიზისი გამოიწვია. ჩვენ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის პირობები უნდა შევქმნათ, რომ დაცული იყოს ჩვენი ხალხის ინტერესები, რომლებიც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ისინი რუსულ ენას მიიჩნევენ მშობლიურად და სამშობლოდ - რუსეთს“, - აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ „რუსეთი პატივს სცემს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და იმედოვნებს, რომ რუსეთის ინტერესებიც იმავენაირად იქნება გათვალისწინებული.“

„ამერიკელებს, ამერიკელ ხალხს და ხელმძღვანელობას, პრეზიდენტის ჩათვლით, საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვთ და ჩვენ პატივს ვცემთ ამ ფაქტს, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენც ასე მოგვექცევიან და ჩვენს ინტერესებსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.