1764261358
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: საბრძოლო მოქმედებები შეწყდება მაშინ, როდესაც უკრაინის ჯარები დატოვებენ დაკავებულ ტერიტორიებს
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება მაშინ, როდესაც უკრაინული ჯარები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ამას ძალის გამოყენებით მიაღწევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„უკრაინის ჯარები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს - აი მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები. თუ არ დატოვებენ - ჩვენ ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ, სულ ეს არის“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.