Loading data...
ვლადიმერ პუტინი: რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, აუცილებლად, აღდგება

„მართალია, ახლა უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად, აღდგება,“ - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

დღეს, 30 აპრილს პუტინი მოსკოვში რუსული საზოგადოების „ცოდნის“ მიერ ორგანიზებულ ეროვნულ-საგანმანათლებლო მარათონში „ცოდნა, უპირველეს ყოვლისა“ იღებდა მონაწილეობას და სწორედ, ამ პერიოდში, მედიის რამდენიმე კითხვას უპასუხა. „დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთის პოზიციას იზიარებს, მაგრამ, ამ თემაზე, ხმამაღლა საუბარი არ სურთ,“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ევროკავშირის მოსახლეობის უმეტესობა, საკუთარ აზრს, დამოუკიდებლად ვერ და არ აფიქსირებს.

„ზოგი დუმს, ზოგი კი, მოკრძალებულად ამბობს რაღაცას, მათი ხმა განსაკუთრებულად რომ არ ჟღერდეს. მათ უჭირთ საკუთარი თვალსაზრისის გაზიარება.“ - აღნიშნავს ვლადიმერ პუტინი.