ვლადიმერ პუტინი: რუსეთს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიები და პირობები სჭირდება
რუსეთს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიები და პირობები სჭირდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ისინი გვეუბნებიან: „რა გინდათ? თქვენ ისედაც იმარჯვებთ [უკრაინის კონფლიქტში], საკმარისია“. საქმე ტერიტორიის ამ ნაწილს არ ეხება, საქმე ადამიანებშია. საქმე ისაა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები არა ზავისთვის, არამედ გრძელვადიანი მშვიდობისთვის, ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
„თუ მეორე მხარე თავის დასავლელ სპონსორებთან ერთად, რომელთა ფულსაც ის მუდმივად იპარავს და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, თუმცა ისინი მაინც ეგუებიან ამას, რათა უკრაინას ჩვენთან ბრძოლა აიძულონ - თუ ისინი დათანხმდებიან რუსეთისთვის მისაღებ პირობებს, მაშინ უკეთესი იქნება, შეჩერდეს ეს რთული მოვლენები, თავიდან ავიცილოთ დამატებითი დანაკარგები ორივე მხრიდან და მივაღწიოთ შეთანხმებებს ჰუმანიტარულ სფეროში, რუსულ ენასთან და სხვა ურთიერთობებთან დაკავშირებით“, - დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.