1767022154
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს
რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაჯერებულ პროგრესს აღწევენ.
„ძვირფასო თანამებრძოლებო, დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების განთავისუფლების ამოცანები ეტაპობრივად, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმის შესაბამისად სრულდება. მტერი იქ თავდაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ვიცით, რომ იქ სიტუაცია რთულია. რუსული ძალები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ, არღვევენ მტრის თავდაცვას. უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ყველგან, მთელი შეხების ხაზის გასწვრივ უკან იხევენ“, - აცხადებს პუტინი.