1782657334
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ
„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე განაცხადა.
„რუსეთი დასავლური ელიტების მხრიდან უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლის ველზე დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას - ესეც არ გამოუვიდათ“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.