1779212947
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი პეკინში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, - იტყობინება TASS-ი.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა იქნება.
პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს 20 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება.