Loading data...
ვლადიმერ პუტინი: ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური

„Starlink-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ნამდვილად გენიოსია“, - ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთი კომპანია „სტარლინკის“ ხელმძღვანელთან კონტაქტზეა.

„ილონ მასკი გენიალური ადამიანია, უბრალოდ, ნამდვილად გენიალური. რამდენი ასეთი [თანამგზავრი] ჰყავს მას ორბიტაზე? 5 000-ზე მეტი, ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.