1789159331
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს
ევროპული კონტინგენტების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„რისკენ უბიძგებენ ისინი ახლა საკუთარ ხალხებსა და ქვეყნებს? რუსეთის ფედერაციასთან ომისკენ? ახლა ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ფიქრობენ, როგორ შეიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს რუსეთთან ომს ნიშნავს“, - განუცხადა კრემლის ლიდერმა ჟურნალისტებს.