1764844603
უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ G7-ში რუსეთის დაბრუნებით დაინტერესებული არ არის
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ ტელეარხ India Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დეტალებში არ შევალ, მაგრამ წარსულში მე ფაქტობრივად შევწყვიტე ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება“, - თქვა პუტინმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, „დიდი შვიდეულის“ წილი გლობალურ ეკონომიკაში მცირდება.
ამასთან , კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ „დიდი შვიდეული“ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პლატფორმად რჩება.
ინფორმაციისთვის, ივნისში თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვას შეცდომად მიიჩნევს.