ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლურ კომპანიებს შეუძლიათ დაიბრუნონ თავიანთი რუსული აქტივები, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლურ კომპანიებს შეეძლებათ, დაიბრუნონ რუსული აქტივები, თუ მოვლენები „ხელსაყრელი სცენარით“ განვითარდება.
საერთაშორისო ექსპერტების „ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ საპასუხო ზომებს იღებდა დასავლეთის მიერ რუსული აქტივების ჩამორთმევაზე.
„ჩვენ არავისგან არაფრის ნაციონალიზაცია არ მოგვიხდენია. დიახ, გარკვეულ საწარმოებს საგარეო მართვის ქვეშ ვაქცევთ. თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში — მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში — მათ უბრალოდ ყველა შესაძლო, თუ წარმოუდგენელი წესის უხეში დარღვევით ჩამოგვართვეს უზარმაზარი საწარმოები“, — განაცხადა პუტინმა.
კითხვას, შეძლებდნენ, თუ არა ევროპული კომპანიები თავიანთი აქტივების დაბრუნებას მოვლენათა ხელსაყრელი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პუტინმა უპასუხა: „დიახ, ისინი მათ დაიბრუნებდნენ“.