1746816905
უცხოეთი
ვიტკოფი: პუტინთან შეხვედრის გარეშე უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტისა და შეხვედრის გარეშე უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლებელია. შესაბამისი განცხადება მან Breitbart News-თან ინტერვიუში გააკეთა.
„პუტინთან ჩემს შეხვედრებს გარეშე პირები არ ესწრებოდნენ. უნდა მეთქვა პუტინისთვის: „არ მინდა თქვენთან დიალოგის დაწყება, არ მინდა თქვენთან არანაირი ურთიერთობა?“ ბაიდენს მასთან სამწელიწად-ნახევარია არ უსაუბრია. პრეზიდენტის [დონალდ ტრამპის] დავალებით, მე მქონდა შესაძლებლობა, პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტი დამემყარებინა. ის ცენტრალური მოთამაშეა. თუ მას არ დაველაპარაკებით, როგორ უნდა ველოდოთ რაიმე გადაწყვეტამდე მისვლას? ეს შეუძლებელია კიდეც“, - აღნიშნა მან.