Loading data...
ვიტალი კლიჩკო: კიევში 300 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშეა

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 15 იანვრის მდგომარეობით, კიევში დაახლოებით 300 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშე რჩება. 

კლიჩკოს თქმით, შესაბამისი სამსახურები დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებას აგრძელებენ.

კლიჩკო ამბობს, რომ დედაქალაქში ენერგომომარაგების მხრივ მდგომარეობა კვლავ რთულია. 

„საათობრივი გრაფიკი არ მუშაობს“, - განმარტა კლიჩკომ ტელეგრამზე. 

ინფორმაციისთვის, 9 იანვარს რუსულმა ძალებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, 24  კი დაშავდა. 

დაშავებულთა შორის იყვნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და განმეორებითი დაბომბვის დროს დაშავდნენ.

თავდასხმა მოხდა კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში – მე-9 და მე-10 სართულებზე, ხანძარი იყო.