1768985466
უცხოეთი
ვიტალი კლიჩკო: იანვარში კიევი 600 000-მა ადამიანმა დატოვა
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაზეთ „თაიმსს“ განუცხადა, რომ იანვარში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია „თაიმსზე“ დაყრდნობით იტყობინება.
როგორც კლიჩკომ Times-თან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქი, სადაც 3 მილიონზე მეტი მცხოვრებია, უკვე დატოვა 600 000 ადამიანმა.
ამასთან, როგორც კლიჩკოს პრესსამსახურში აცხადებენ, ზოგმა გაითვალისწინა რეკომენდაციები და ვისაც შესაძლებლობა ქალაქი დატოვა.
„ამას დაემატა ისიც, რომ ახლა არდადეგები გახანგრძლივდა. ასევე სტუდენტები დისტანციურ სწავლებაზე არიან და მათი ნაწილიც გაემგზავრა, განსაკუთრებით ისინი, ვინც კიეველები არ არიან“, - აღნიშნავენ კლიჩკოს პრესსამსახურში.