Loading data...
„ვისურვებდი, ჩინეთი შუამავალი კი არ იყოს, რუსეთზე ზეწოლას ახდენდეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისურვებდა, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში იყოს არა შუამავალი, არამედ ის ქვეყანა, რომელიც რუსეთზე ზეწოლას მოახდენს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა და განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს.

„თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ამ ომის შეწყვეტა აიძულოს. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფოა. ვისურვებდი, რომ ისინი შუამავლის როლში კი არ იყვნენ, რუსეთზე ზეწოლას ახდენდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.