Loading data...
ვირჯინიის უნივერსიტეტში პროპალესტინური აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია სულ მცირე 25 ადამიანი - Reuters

ვირჯინიის უნივერსიტეტში პოლიციამ პალესტინის მომხრე სტუდენტების აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაკავებულია სულ მცირე 25 აქტივისტი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ათეულობით უნივერსიტეტში კარვები გაშალეს. ისინი ღაზაში ომს აპროტესტებენ და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, ღაზაში სისხლისღვრის შესაჩერებლად მეტი გააკეთოს. 

როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ სტუდენტებს აქციის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა აქტივისტები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ შეკრებილები წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.