Loading data...
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კრემლის ლიდერთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. 

როგორც უცხოური მედია იტყობინება, უნგრეთის დელეგაციის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.

„მოსკოვში ჩასვლა ომის გამო ისეთი მარტივი არ არის, როგორც ადრე, ამიტომ დიდი შემოვლითი გზის გავლა მოგვიწევს. დღეს რუსეთის პრეზიდენტს შევხვდებით“, - განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ბუდაპეშტის აეროპორტში. 

ორბანი ბოლოს მოსკოვს 2024 წლის ზაფხულში ეწვია, მანამდე კი კიევში იმყოფებოდა.